თბილისის აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
10:15:55     19-01-2016
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი საამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ვალიკო მ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვალიკო მ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. დაკავებული კანონიერ ქურდობას აღიარებს.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).