ვინ მოხვდება განახლებული ოპერის გახსნაზე?
15:59:26     18-01-2016
ექვს წლიანი პაუზის შემდეგ, 30 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული შენობა გაიხსნება. გახსნაზე წარმოდგენილი იქნება "აბესალომ და ეთერი", თუმცა მასზე დასწრებას ყველა მსურველი ვერ შეძლებს. ოპერის გახსნაზე მოხვედრას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, ვისაც მოსაწვევი აქვს. კერძოდ, თეატრის, მთავრობის, საპატრიარქოსა და ქართუ ჯგუფის წარმომადგენლები.
თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის განმარტებით, ოპერის დარბაზში სულ 1065 ადამიანი ეტევა. ამის გამო, მოსაწვევებთან ერთად ბილეთებს ვეღარ ყიდიან.
“მოვლენა იმდენად დიდია, ჩვენ ყველა ადამიანი მოვიწვიეთ, ვინც ამ დღეს თეატრში შეიძლება მოხვედრილიყო. ჩვენ მაქსიმალური აქცენტი გავაკეთეთ საზოგადო მოღვაწეებზე თეატრალური მიმართულებით და იმ ადამიანებზე, ვინც ღირსია, რომ ეს დღე ნახოს. ჩვენ მოვიწვიეთ მხოლოდ ის ადამიანები და კომპანიების ხელმძღვანელები, ვინც ამ თეატრის აშენებაში მიიღო მონაწილეობა”, – განაცხადა დავით კინწურაშვილმა.
მოწვეულებს შორის არიან მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, დელეგაციები უცხოეთიდან, საოპერო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, ხელოვნების ყველა სფეროს წარმომადგენლები.
კინწურაშვილმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გახსნის დღის ყველა მოსაწვევი "ქართუ ჯგუფს" გადაეცა. მისი თქმით, მიწვეულებს შორის ნამდვილად არიან ქართუს წარმომადგენლებიც, თუმცა მათთვის “მინიმალური რაოდენობა, ერთი რიგია განკუთვნილი”.
ოპერის მოყვარულებს ბილეთების შეძენა კი 31 იანვარის, 2 და 26 თებერვალის წარმოდგენებზე შეეძლებათ.