საინტერესო ფაქტები ალან რიკმანის შესახებ - რა შეხება ჰქონდა მას საქართველოსთან?
00:25:34     18-01-2016
ალან რიკმანი, ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, 2016 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა 69 წლის ასაკში კიბოთი. ყველაზე მეტად იგი ცნობილია ბოროტქმოქმედი ჰანს გრუბერის როლის შესრულებისთვის ბრიუს უილისთან ერთად ფილმში Die Hard და, რა თქმა უნდა, სევერუს სნეიპის როლისთვის "ჰარი პოტერის" სერიებში.
ჩვენ გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ამ შესანიშნავი მსახიობის ცხოვრებიდან:
1. დებიუტი ჰოლივუდში
გასაკვირია თუმცა ალან რიკმანის დებიუტი ჰოლივუდში შედგა მხოლოდ 1988 წელს ფილმში Die Hard. როდესაც მსახიობი 41 წლის იყო. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობობა რიკმანმა დაიწყო 30 წლის ასაკში. მანამდე მას სხვა პროფესია ჰქონდა, რაზეც ასევე ვისაუბრებთ. მისთვის ეს როლი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახდა ერთი საინტერესო ფაქტის გამო. ფილმის ბოლოს ჰანს გრუბერის პერსონაჟი ვარდება ცათამბჯენის ბოლო სართულიდან. აღსანიშნავია რომ ალან რიკმანს არ ჰყავდა დუბლიორი, ვინც ამ ტრიუკს შეასრულებდა, შესაბამისად თითქმის 6 მეტრი სიმაღლიდან თვითონ უნდა გადმომხტარიყო. რიკმანი, როგორც ნებისმიერი ადამიანი, ძალიან ნერვიულობდა. მისთვის ხელი უნდა გაეშვათ და გადამხტარიყო, როდესაც დაითვლიდნენ 3-მდე თუმცა რეჟისორმა გადაწყვიტა რომ რიკმანისთვის ხელი 1-ზე გაეშვათ. შესაბამისად სახე და შიში, რომელიც აისახება ალან რიკმანის სახეზე ამ ცნობილი სცენის დროს არის რეალური.
2. ალან რიკმანი გრაფიკული დიზაინერია
ალან რიკმანი სწავლობდა გრაფიკულ დიზაინს სამეფო ხელოვნების კოლეჯში. სწავლის დამთავრების შემდეგ მან გახსნა საკუთარი სტუდია მეგობრებთან ერთად. თუმცა იგი ხვდებოდა, რომ ეს მისი ცხოვრების საქმე არ იყო და შემდეგ მიჰყო ხელი მსახიობობას. მისი პირველი სატელევიზიო როლი იყო BBC-ის სერიალში “რომეო და ჯულიეტა”. მან ტიბალტის როლი შეასრულა.
3. ის არ უყურებდა ფილმებს, სადაც თვითონ მონაწილეობდა. იგი ამის შესახებ Empire-ს ესაუბრა.
4. ოჯახი
ალან რიკმანი და მისი თინეიჯერობის დროინდელი სიყვარული რიმა ჰორტონი ერთად 47 წლის განმავლობაში იყვნენ. რის შემდეგაც გადაწყვიტეს და დაქორწინდნენ 2012 წელს, თუმცა საქმის კურსში არავინ არ ჩუაყუენებიათ და ეს ფარულად განახორციელეს. ალან რიკმანმა თქვა, რომ ეს მოვლენა განსაკუთრებული სწორედ იმიტომ იყო, რომ მხოლოდ იგი და მისი მეორე ნახევარი დაესწრნენ.
5. მას ძალიან უყვარდა ჩიტებიალან რიკმანმა ასტროფიზიკოს ნილ დეგრას ტაისონს განუცხადა, რომ ჩიტები მას ყველაზე მეტად უყვარდა მსოფლიოში და მასში აღფრთოვანებას იწვევდა ჩიტების გუნდისთვის თვალის მიდევნება.
6. ის ერთადერთი იყო "ჰარი პოტერის" მსახიობებიდან, ვინც მთავარი საიდუმლო იცოდა
დიახ, როდესაც პირველი "ჰარი პოტერის" ფილმი გამოვიდა როულინგს ჯერ არ ჰქონდა დაწერილი ყველა წიგნი, შესაბამისად არავინ არ იცოდა თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. თუმცა როულინგმა გადაწყვიტა, რომ ეს საიდუმლო გაემხილებინა სწორედ ალან რიკმანისთვის, რომელმაც იგი საგულდაგულოდ შეინახა ფრენჩაიზის დასრულებამდე. ალბათ ყველა "ჰარი პოტერის" მოყვარული მიხვდება თუ რა საიდუმლოზეა საუბარი ( თუმცა რიკმანმა არა მარტო ეგ იცოდა).
7. სევერუს სნეიპიუნდა აღინიშნოს, რომ როულინგის რჩეული სნეიპის როლისთვის თავიდანვე იყო ალან რიკმანი, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ ავტორი იყო ნაწარმოების და არა რეჟისორი. თუმცა რიკმანმა ეს როლი მოიპოვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სტუდიის რჩეულმა ტიმ როტმა უარი თქვა როლზე მაიმუნების პლანეტაში მონაწილეობის გამო ( დიდი ალბათობით იგი ძალიან ნანობს ამ გადაწყვეტილებას). როულინგმა ასევე აღიარა, რომ ნაწარმოების წერისას იგი სნეიპის პერსონაჟს ალან რიკმანის მიხედვით წერდა.
მიუხედავად წარმატებისა ალან რიკმანმა უარი თქვა ბევრ როლზე ჰოლივუდურ ფილმში მხოლოდ იმის გამო რომ შესძლებოდა კვლავ ეთამაშა თეატრში. იგი მას თავის პირველ სიყვარულს უწოდებდა.
9. ალან რიკმანი და საქართველო
რიკმანმა მთავარი როლი შეასრულა რობერტ სტურუას “ჰამლეტში” “Riverside Studio”-ში. რობერტ სტურუასთან მუშაობისას ალან რიკმანი სამჯერ იმყოფებოდასაქართველოში: პირველად შორეულ 1979 წელს, მეორე და მესამე ვიზიტებს შორის კი შედარებით მოკლე ხანმა განვლო: 2007 და 2009 წელს და რუსთაველის თეატრის სცენაზეც გამოვიდა.
"რუსთავი 2"-ის სიუჟეტი ალან რიკმანის ვიზიტზე საქართველოში: