პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის სავარაუდო მოტივები

  22:49:05     17-01-2016

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ში პროკურორის მკვლელობის მოტივის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ, თუმცა ამ დროისთვის ინფორმაცია არ კონკრეტდება.

უკვე ცნობილია, რომ პროკურორის სავარაუდო მკვლელად „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა.

სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის სახლში.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით,  ბიძინა კუჭავას სახლი სამართალდამცველებმა გუშინ გაჩხრიკეს და დაკითხვაზე დაიბარეს მისი მეუღლე. სახლიდან წაღებულია კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათებიც.

"ამ დილით ვიყავი, ოჯახს არ აქვს ინფორმაცია. მივიდნენ ჩხრეკვაზე. ცოლიც სამმართველოში დაიბარეს. ბავშვი იყო და სიდედრი სახლში. არ იციან სად არის ის. კომპიუტერიც წაღებულია. თერთმეტი საათის შემდეგ არ იციან სად არის. ბიძინა არის მოდულშიო ასე ამბობენ", -განუცხადა კურიერს "საქართველოს ხმის" დირექტორმა მამუკა კუჭავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას გვამი აღმოაჩინეს, სავარუდო მკვლელის დაქირავებული იყო.

პროკურორის ცხედარი ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში პირველ სართულზე აღმოჩინეს.

შემთხვევის ადგილზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში იპოვეს ავგტომანქანას კი ვერ მიაგნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა.

ghn