ჯაკარტას ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
12:24:37     15-01-2016
ინდონეზიაში გუშინდელი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებს ეძებენ. გამთენიისას, ჯაკარტის სამხრეთით 3 პირი დააკავეს. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ჰქონდათ თუ არა მათ უშუალო კავშირი თავდასხმების სერიაში, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, ერთ–ერთი დაკავებული ბომბების დამზადების სპეციალისტი, მეორე ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტი, მესამე კი სასულიერო პირია.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, რომელმაც წერილობითი განცხადება გაავრცელა და ირწმუნება, რომ ჯაკარტის ცენტრში თავდასხმები ხალიფატის მებრძოლებმა მოაწყეს.