ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე 7 მოქალაქე დააკავეს

  12:16:17     12-01-2016

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 7 მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის საჭირო სასაქონლო ზედნადებში, სისტემატურად შეჰქონდათ ყალბი მონაცემები მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ, რის შემდეგაც, აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით ახორციელებდნენ უკანონოდ მოპოვებული ხე - ტყის მასალის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. 

დაკავებული მეწარმე სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.