პოლონეთი ნატოს ბაზებს ითხოვს - "არსებობს ქვეყანაზე თავდასხმის საშიშროება"

  13:17:02     11-01-2016

პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-ს ბაზების განთავსებას ითხოვს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ანტონი მაცარევიჩის განცხადებით, პოლონეთი ფრონტისპირა სახელმწიფოა და მის ტერიტორიაზე ნატო-ს ბაზების განთავსება აუცილებელია.

„ჩვენ დღემდე დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. არსებობს საშიშროება, რომ პოლონეთზე განხორციელდეს აგრესორის დარტყმა. ამიტომ, პოლონეთის ტერიტორიაზე მოკავშირეთა ჯარები უნდა განთავსდეს, რათა ჩვენი უსაფრთხოება უკეთ იყოს დაცული,“- აცხადებს მინისტრი.

ევროპარლამენტის თავმჯდომარის მარტინ შულცის თქმით, მსგავსი მოთხოვნა ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. "ის, რაც ამჟამად პოლონეთში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა მართვადი დემოკრატიის დამყარების მცდელობა. ევროპის პოლიტიკის პუტინიზაცია სახიფათო მოვლენაა,“- აღნიშნა შულცმა.