უგემრიელესი ხაჭოს ტორტი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

  12:57:50     11-01-2016

ეს დესერტი მზადდება უბრალო ინგრედიენტებისგან, მაგრამ გემო არაჩვეულებრივი აქვს. გარწმუნებთ, რომ ეს ტორტი, რომლის მომზადებასაც დღეს გასწავლით, არავის დატოვებს გულგრილს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

400 გ. ხაჭო;

2 ჭ. შაქარი;

4 ც. კვერცხი;

2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი;

3 ჭ. ფქვილი;

1 ს.კ სიმინდის სახამებელი;

900 მლ. რძე;

300 გ. კარაქი ოთახის ტემპერატურაზე;

2 ვანილი;

1 ს.კ ლიმონის წვენი;

150-200 გ. ნიგოზი.

მომზადება:

ხაჭო კარგად შეურიეთ 1 ჭიქა შაქარს. თუ იგი მშრალია, სასურველია გახეხოთ საცერის მეშვეობით. დაამატეთ ხაჭოს მასას კვერცხის გული, გამაფხვიერებელი(ლიმონის წვენი).

ხაჭოს მასა დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 20-30 წუთით, რათა ამოფუვდეს დაახლოებით 2-3-ჯერ. მოაყარეთ ხოლმე ცოტა ფქვილი და ყოველ ჯერზე კარგად აურიეთ. ფქვილი იქამდე ამატეთ, სანამ ცომი არ გახდება „დამორჩილებადი“, ანუ სანამ არ გაბრტყელდება კარგად და აღარ იქნება წებოვანი. გადმოიღეთ ცომი ფქვილიან ზედაპირზე და დაყავით 10-12 ნაწილად, თითოეული მათგანი გააბრტყელეთ.

გაბრტყელებული ცომის რგოლები გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან რგოლები თხელია და რამდენიმე წუთში ცხვება.

კრემის მოსამზადებლად ცილები კარგად შეურიეთ 1 ჭიქა შაქარსა და ვანილს. დაამატეთ 2 ს.კ ფქვილი და სახამებელი(კარგად გაზავებული ცოტაოდენ ცივ რძეში). გააცხელეთ რძე, გადმუდმებით მოურიეთ, დაამატეთ კვერცხის ცილები და მოხარშული კრემი ბოლოს გააციეთ. (რაც უფრო მეტ ფქვილსა და სახამებელს გაუკეთებთ, მით უფრო სქელი კრემი გამოგივათ). შემდეგ დიდ ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კარაქი, თან თქვეფის დროს ნელ-ნელა დაამატეთ მოხარშული კრემი. იქამდე თქვიფეთ მასა, სანამ ერთიანი არ გახდება. მომზადებული კრემი კი წაუსვით აწ უკვე გამომცხვარ ფირფიტებს.

ზემოდან ტორტი შეგიძლიათ გააფორმოთ სხვადასხვა ფხვიერი პეჩენიით ან ნიგვზით. ასევე შეგიძლიათ  გააფორმოთ ხილით, თქვენი ფანტაზიისა და გემოვნების მიხედვით.

გემრიელად მიირთვით!