დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის სალონი მეორედ გაქურდეს

  12:48:52     11-01-2016

ყაზბეგის ქუჩაზე განთავსებული, დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის მოდის სახლი წუხელ უკვე მეორედ გაქურდეს.

"დღეს ისევ გატეხილია ჩემი სალონი! როგორც აღმოჩნდა, არასრულწლოვანი ბავშვები დადიან უბანში და ასე არბევენ სალონებსა და მაღაზიებს! კანონი არასრულწლოვანებს იცავს და ვინ გვიცავს ჩვენ?!! არც მშობლებს აკისრებენ პასუხისგებლობას და მაინტერესებს, როდემდე უნდა იბოგინონ ამ ბავშვებმა და სანამ არ გაიზრდებიან მშვიდად ვუყუროთ მათი მშობლების მიერ მოწყობილ ისტერიკას და კანონის უძლურებას?!",- წერს თინათაინ მაღალაშვილი.

პირველი ქურდობა 5 იანვარს მოხდა. მაშინ დიზაინერმა "პრესა.ჯის" განუცხადა, რომ სალონიდან სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი საჩუქრები მოიპარეს.