მასობრივი ძალადობა კიოლნის ქუჩებში - "ეს კრიმინალის სრულიად ახალი განზომილებაა"
11:15:37     06-01-2016
გერმანიის ქალაქ კიოლნის მერი ადგილობრივ პოლიციაში კრიზისულ საკითხებზე სასაუბროდ მას შემდეგ დაიბარეს, რაც საახალწლო დღეების მანძილზე პოლიციას დაახლოებით ოთხმოცმა ქალმა მიმართა მამაკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობისა და დაყაჩაღების შესახებ. ამ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
კიოლნის ცენტრალური რკინიგზის სადგურზე მომხდარი თავდასხმების რაოდენობა პრაგმატული და კონსერვატორი გერმანელებისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. თავდასხმებში ათასამდე მთვრალი და აგრესიული ახალგაზრდა კაცია ჩარეული.
ქალაქის პოლიციის უფროსმა ამ შემთხვევას "კრიმინალის სრულიად ახალი განზომილება" უწოდა. მამაკაცები არაბული და ჩრდილო აფრიკული გარეგნობისა იყვნენ, - თქვა მან.
მათი სამიზნე აღმოჩნდნენ ქალები ასევე ჰამბურგშიც, მაგრამ კიოლნის თავდასხმები ქალაქის მთავარ კათედრალთან ახლოს, ყველაზე სერიოზულია, - იუწყება გერმანული მედია.
როგორც მინიმუმ ერთი ქალი გააუპატიურეს, ბევრ მათგანს კი ხელ-ფეხს უფათურებდნენ, აცხადებენ პოლიციაში. მოძალადეების მსხვერპლი მოხალისე პოლიციელი ქალიც კი აღმოჩნდა. პოლიციას ასევე ბევრმა მიმართა ძარცვის შემთხვევების გამოც.
თებერვალში კი კიოლნში უნდა გაიმართოს კარნავალი და ისევე როგორც საახალწლოდ, ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვა. ქალაქის პოლიციის უფროსის თქმით, ესეც საკმაოდ პრობლემური თემა შეიძლება გახდეს.
თავდასხმების პერიოდში პოლიცია რკინიგზის ცენტრალური სადგურის გარეთაც მორიგეობდა, თუმცა ბევრი თავდასხმის აღმოჩენა მათ ვერ შეძლეს, ასევე ვარაუდობენ, რომ ბევრმა ქალმა შემთხვევის შესახებ არ განაცხადა.
კიოლნის მერმა ჰერიეთ რეკერმა თავდასხმებს "ამაზრზენი" უწოდა. "ჩვენ ვერავის მივცემთ ნებას გადააქციოს ქალაქი უკანონო ზონად, ტურისტებს აქ ჩამოსვლისას შეტევის შიში არ უნდა ჰქონდეთ", - თქვა მან.
გერმანიის იუსტიციის მინისტრი კი შოკისმომგვრელ შემთხვევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "ჩვენ არ შევეგუებით ამ შემზარავ თავდასხმებს, ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება", - დაწერა მან "თვითერზე"
ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა გაიხსენა, როგორ შემოარტყა უზარმაზარბა ბრბომ ალყა მის პარტნიორსა და 15 წლის ქალიშვილს, ისე რომ მას დახმარებაც არ შეეძლო.
"ისინი ჩემს პატრნიორს მკერდსა და ფეხებზე ხელს უფათურებდნენ", - იხსენებს მამაკაცი.
კიოლნში სტუმრად მყოფმა ბრიტანელმა ქალბატონმა კი გაიხსენა, რომ მას ასაფეთქებელი ესროლა მამაკაცების ჯგუფმა, რომელიც არც ინგლისურად საუბრობდა და არც გერმანულად. "ისინი ცდილობდნენ მოგვხვეოდნენ, ეკოცნათ. ერთმა კაცმა ჩემს მეგობარს ჩანთა მოჰპარა", - თქვა ქალმა.
იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მათ არ უნდა დააბრალონ დანაშაული მიგრანტებსა და ლტოლვილებს, სანამ ის გამოძიებული არ იქნება. "კანონის წინაშე ყველა თანასწორია მიუხედავად წარმომავლობისა და პასპორტისა", - თქვა მან.
შეგახსენებთ, 2015 წელს გერმანიამ ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილთა დიდი რაოდენობა შეიფარა, რამაც გამოიწვია მწვავე დებატები და ანტი-ისლამური მსვლელობები ქვეყანაში.
კიოლნის ადგილობრივმა გაზეთმა დაწერა, რომ ეჭვმიტანილები პოლიციისთვის უკვე ცნობილი იყვნენ, რადგან ისინი აქამდეც შეუმჩნევიათ ჯიბის ქურდობაში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ.
ანალოგიური შემთხვევები დაფიქსირდა ჰამბურგსა და შტუდგარტშიც. ერთ-ერთმა პოლიციელმა კი რომელიც კიოლნის სადგურთან თავდასხმისას მორიგეობდა, თქვა, რომ მის მიერ შემჩნეული ყველა ეჭვმიტანილი, "გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი იყო, მათ თან თავისი საცხოვრებელი სერთიფიკატების ასლები ჰქონდათ".
თუმცა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დანაშაული თავშესაფრის მაძიებლებმა ჩაიდინეს, არ არსებობს. გერმანიის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გამოიტანს სწრაფ დასკვნებს.
პოლიცია აპირებს მიიღოს სპეციალური ზომები, დააყენოს დამატებითი კამერები და უზრუნველყოს მორიგე პოლიციელების დამატებაც.