ბირთვული გამოცდა ჩრდილოეთ კორეაში - "მიწისძვრა ხელოვნურად იყო გამოწვეული"
10:48:20     06-01-2016
დაუდასტურებელი ინფორმაციით, 6 იანვრის დილას ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბირთვული გამოცდა გამართა, - იუწყება Reuters.
ასეთი დასკვნა ექსპერტებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ამერიკის გეოლოგიურმა სამსახურმა ჩრდილო კორეის ტერიტორიაზე 5.1 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაარეგისტრირა. სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ კი დააზუსტა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ემთხვევა იმ პოლიგონის განლაგებას, სადაც ფხენიანი ადრეც ახდენდა ბირთვული მოწყობილობების გამოცდას.
ბირთვული აფეთქების ვერსიას ემხრობა იაპონიის ხელისუფლებაც. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურებმა ასევე დააფიქსირეს სეისმო-აქტივობა მითითებულ რაიონში.
ამერიკის გეოლოგიურმა სამსახურმა ასევე განსაზღვრა მიწისძვრის სიღრმე, რომელიც ზედაპირიდან 10 კილომეტრია, თუმცა სამხრეთ კორეის ცნობით, აფეთქება ზედაპირთან უფრო ახლოს მოხდა.
"ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ მიწისძვრა იყო ადამიანების მიერ გამოწვეული, ამ ვარაუდს მასშტაბისა და ეპიცენტრის გაანალიზება წარმოშობს"-განაცხადეს კორეული მეტეო სამსახურის ადმინისტრაციაში.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კი მოიწვია სპეციალური სხდომა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ელოდებიან ოფიციალური ფხენიანის განცხადებას მომხდარის შესახებ.
უკანასკნელი ბირთვული გამოცდა ჩრდილოეთ კორეამ 2013 წელს მოაწყო. ფხენიანის ბირთვულ ისტორიაში ასეთი ცდა სულ სამი იყო, 2006, 2009 და 2013 წლებში.
ჩრდილოეთ კორეას ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო გაეროს სანქციები აქვს დაკისრებული.