"ლექსია, ხალხო, ლექსი" - რატი ამაღლობელი "პატრიარქი გაიყინას" შესახებ

  22:52:32     05-01-2016

რატი ამაღლობელის ლექსს "პატრიარქი გაიყინა" საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა პოეტი და მისი მისამართით უხეში გამოთქმებიც არ დაიშურა.

რატი ამაღლობელმა ლექსთან დაკავშირებით მოკლე განმარტება გააკეთა.

"ლექსია ხალხო ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ არამც და არამც "ზუსტი" ინფორმაცია>" - განაცხადა რატიმ.

შეგახსენებთ, საუბარია რატი ამაღლობელის ლექსზე, რომელიც "პრესა.ჯიმ" დღეს შემოგთავაზათ. ლექსი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.