მაგდა პაპიძეს სხეულზე დაზიანებები აღმოაჩნდა
22:39:36     03-01-2016
სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს, რომ მაგდა პაპიძეს სხეულზე
დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ომბუდსმენის წარმომადგენლების თქმით,
დასადგენია დაზიანების მიზეზები. ამ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულმა მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ პროცესზე განაცხადა.
პაპიძის თქმით, რამდენიმე პოლიციელმა განყოფილებაში მიყვანის შემდეგ მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მაგდა პაპიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.