ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 30 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრი იხსნება

  10:23:45     31-12-2015

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 30 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრი იხსნება.  პირველი წარმოდგენა, რომლითაც დასი მაყურებლის წინაშე წარდგება, „აბესალომ და ეთერი“ იქნება. 

საპრემიერო სპექტაკლში ლადო ათანელი, თამარ ივერი და თეიმურაზ გუგუშვილი მიიღებენ მონაწილეობას. 

ოპერისა და ბალეტის თეატრში მისულ სტუმრებს, ფოიეში წარმოდგენილი კოსტუმების დათვალიერებაც შეეძლებათ. 

გადაწყვეტილება  კულტურის მინისტრმა თეატრის ხელმძღვანელთან ერთად გამოაცხადა. 

შეგანხსებეთ, რომ ამ უნიკალური შენობის რესტავრაცია, რომელიც თბილისის ორგანული ნაწილია, 6 წელი გრძელდებოდა.