გურჯაანში 40 წლამდე მამაკაცმა 11 წლის ბიჭი გააუპატიურა

  12:47:46     29-12-2015

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 11 წლის ბიჭზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა სექსუალური სახის ძალადობა განახორციელა, სანაცვლოდ კი ბავშვს ხუთი ლარი მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას speqtri.ge ავრცელებს.

შსს ადასტურებს ინფორმაციას და აცხადებს,რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს. ამ დროისთვის დანიშნულია ექსპერტიზა. 

speqtri.ge იმასაც იუწყება,რომ , რომ ეჭვმიტანილი სულიერად დაავადებულია და რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ბოლო პერიოდში სახლში იმყოფებოდა. თანასოფლელების თქმით ის ხშირად აგრესიულად იქცეოდა, ამჟღავნებდა მანიაკალურ თვისებებს, რაც მათში შიშს იწვევდა.