"ხმამაღლა ჩართეთ Motorhead": ლემმი კილმისტერი გარდაიცვალა

  11:18:23     29-12-2015

ბრიტანული როკ-ჯგუფის Motorhead-ის დაამარსებელი და ლიდერი ლემმი კილმისტერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი ახლობლების ცნობით, მუსიკოსი კიბოს საკმაოდ მწვავე ფორმას ებრძოდა. ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე facebook-ზე ნათქვამია, რომ ლემმის დაავადება 26 დეკემბერს აღმოუჩინეს.

"ჩვენი ღირსეული და ყოვლისშემძლე მეგობარი ავადმყოფობის მძიმე ფორმასთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ დაიღუპა .. ჩვენ ვერც კი გამოვხატავთ შეძრწუნებას და მწუხარებას, უბრალოდ სიტყვებიც არ გვაქვს", - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

"უფრო მეტს უახლოეს დღეებში ვიტყვით, ახლა კი გთხოვთ, ჩართეთ Motorhead ხმამაღლა, ჩართეთ ლემმის მუსიკა ხმამაღლა. დალიეთ, მოყევით ისტორიები, გაიხსენეთ ამ შესანიშნავი, არაჩვეულებრივი ადამიანის სიცოცხლე",- წერენ ჯგუფის წევრები.

2016 წლის იანვარ-თებერვალში ჯგუფი გეგმავდა საგასტროლო ტურს ევროპაში, Motorhead-ის ორმოცი წლის იუბილის აღსანიშნავად.

იან კილმისტერი, რომელმაც შემდეგში ფსევდონიმი ლემმი აიღო, სტაფორდშირის საგრაფოში 1945 წელს დაიბადა. 1975-იანებში მან შექმნა ჯგუფი Motorhead. 2015 წლისთვის კი ლემმი ერთადერთი იყო, რომელიც ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობიდან ჯგუფში დარჩა.
Motorhead ბრიტანული მძიმე მეტალის ერთ-ერთი უპირველესი ჯგუფია.მათ თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიში ჰყავთ. უკანასკნელი ალბომი ჯგუფმა 2015 წელს გამოუშვა.

ლემმი მსმენელს ყოველთვის გაახსენდება თავისი ჩახლეჩილი ხმით და გიტარაზე დაკვრის თავისებური, უხეში მანერით.