
სროლა ვაკეში - სამმა პირმა ბანკის დაყაჩაღება სცადა
10:43:35     29-12-2015
რამდენიმე წუთის წინ ვაკეში ბანკის დაყაჩაღება სცადეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება. თვითმხილველების განცხადებით, რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბანკში 3 პირი შეიჭრა და სროლა ატეხა.
შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის სამართალდამცველებმა ადგილზე აიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.