ვინ მოკლა 21 წლის გოგა კვარაცხელია და მალავს თუ არა პოლიცია ეჭვმიტანილს?

  16:56:18     28-12-2015

ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია. მიუხედავად იმისა რომ 21 წლის გოგა კვარაცხელია საკუთარი კორპუსის სადარბაზოსთან ავტომატის ჯერით ჩაცხრილეს, სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ.

გახშირებული მკვლელობების, ყაჩაღობებისა და სხვა მძიმე დანაშაულის ფონზე, შს სამინისტროში „მშრალად“ განმარტავენ რომ: „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაცია, 21 წლის კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ,  არ ხმაურდება“.

მოკლულის ახლობელთა თქმით, მკვლელობა სკანდალურმა პირმა ჩაიდინა, რომლის ვინაობას პოლიცია სპეციალურად მალავს. 21 წლის მოკლული ახალგაზრდის ახლობელთა მტკიცებით, ეჭვმიტანილთა დაკავება „საეჭვოდ ჭიანურდება“.

თუმცა, ვინ და რატომ გაიმეტა 21 წლის გოგა კვარაცხელია, ამის თაობაზე მოკლულის ახლობლები საჯაროდ საუბარს ამ ეტაპზე ერიდებიან, მაგრამ აკონკრეტებენ რომ „პირს, რომელმაც გოგა მოკლა, ხელისუფლებაში მფარველობენ“.