
მაგდა პაპიძე: "ქმარი მეუბნებოდა, რომ 27-ში რაღაცის გაკეთებას აპირებდა... ძალიან მეშინოდა"
23:18:52     22-12-2015
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის განცხადებით, მას ბოლო პერიოდში, მისი მეუღლის ომარ ქაფიაშვილის ეშინოდა.
როგორც პაპიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, 18 დეკემბერს ქმარ-შვილის დაღუპვამდე ერთი დღით ადრე, მისმა მეუღლემ ომარ ქაფიაშვილმა ის ჯვრის მონასტერში აიყვანა, „თითის წვერებზე დააყენა და დამცინავად ეუბნებოდა - ეშინოდა თუ არა“.
მისი თქმით, მეუღლე ეუბნებოდა, რომ 27 დეკემბერს რაღაცის გაკეთებას აპირებდა და ამით მას ემუქრებოდა.
ბრალდებულმა დღეს ასევე, ისაუბრა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნაში აღმოჩენილ უროსთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ უროს შეძენა „სარაიას“ გაკეთების მიზნით სთხოვა.
ამასთან, პაპიძის თქმით, მისი მეუღლე სვამდა და მის მიმართ საკმაოდ აგრესიული იყო.
ბრალდებულის თქმით, მან ასევე ნაგვის ურნაში ჩააგდო პარკი, რომელიც მისი თქმით, მანქანაში იდო.
პაპიძის განცხადებით, იმის გამო, რომ პარკი მეუღლის მანქანაში ჩასმის დროს ხელს უშლიდა, ისიც ნაგავში გადააგდო, თუმცა რა იდო აღნიშნულ პარკში, არ იცის.