გამოძიების მასალების მიხედვით, მაგდა პაპიძეს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა

  20:38:03     22-12-2015

გამოძიების მასალების მიხედვით, მაგდა პაპიძეს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. მამაკაცი გამოძიებამ დაკითხა. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ბრალდების მხარის აცხადებს, რომ არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს.

როგორც "რუსთავი 2" იუწყება, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისმა ოჯახის წევრებმა და მეგობარმა მამაკაცმა მისცა, რომელიც მისი მეზობელია.