ეროვნული კინოცენტრი ქართული კინოს წელს შეაჯამებს

  12:27:59     21-12-2015

22 დეკემბერს, 14:00 საათზე სასტუმროში "რუმს თბილისი" ეროვნული კინოცენტრი ქართული კინოს წელს შეაჯამებს და მუშაობის ერთი წლის ანგარიშს წარადგენს. პრეზენტაციას მთავრობა, კინოსექტორის და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ანგარიშს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე წარადგენს. იგი ეროვნული კინოცენტრის მიერ 2015 წელს განხორციელებული პროექტების, ქართული კინოს საერთაშორისო წარმატებების და კინოცენტრის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებს.