მკვლელია თუ არა მაგდა პაპიძე? - შსს: "მან ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა"
10:37:58     21-12-2015
20 დეკემბერს დიღმის მასივში მამა-შვილი 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ. და მისი 5 წლის ვაჟი მოკლული იპოვეს.
პირველ ინფორმაციაში, რომელიც შსს-მ შემთხვევის შემდეგ გაავრცელა, ნათქვამი იყო, რომ მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა და მამა-შვილის დახოცვა 1990 წელს დაბადებულმა მაგდა პ-მ (გარდაცვლილის მეუღლემ) აღიარა.
"ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ–ს. ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. მაგდა პ–მ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".- ნათქვამი იყო უწყების გავრცელებულ ვიდეოში.
მოგვიანებით, შსს-ში თქვეს, რომ ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დანაშაულს არ აღიარებდა.
შეკითხვაზე, თუ რატომ გავრცელდა არაზუსტი ინფორმაცია, უწყებაში უპასუხეს, რომ ბრალდებულმა გამოძიებას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა.
Presa.ge შსს-ს პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ ზუსტი ინფორმაცია მაგდა პაპიძის ბრალეულობის შესახებ მოგვიანებით გავრცელდება. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.