
გამთენიისას თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი და მისი 5 წლის შვილი მოკლეს
13:10:59     20-12-2015
გამთენიისას თბილისში, ფერაძის ქუჩაზე მოკლული მამა-შვილი იპოვეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი და 5 წლის ბავშვი მათივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან ნახეს. როგორც ირკვევა, ბავშვი გაგუდულია, მამაკაცი კი თავში დარტყმის შედეგად დაიღუპა.
მეზობლები აცხადებენ, რომ მათ ხმაური გაიგეს, გარეთ გამოსულებმა კი მოკლული მამა-შვილი ნახეს.
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 5 წლის ბავშვის
დედა და ოჯახის სხვა წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან. ცხედრებს კი
ექსპერტიზა უტარდებათ. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე
განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.