გემზე, რომელსაც ქართველი კაპიტანი მეთაურობდა, 2 ათას 400 კგ კოკაინი იპოვეს
12:37:58     17-12-2015
ქართველი კაპიტნის მეთაურობით მცურავი გემი კოკაინის დიდი პარტიით დააკავეს. ბრიტანეთის სანაპიროსთან სპეცოპერაცია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩაატარეს. 2 ათას 400 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულება 50 მილიონი ევროა, გემზე იპოვეს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
კაპიტანი ბათუმელი ბადრი ბერიძეა, ეკიპაჟის წევრებს შორის კი საქართველოს სხვა მოქალაქეებიც არიან.
მოლდოვის დროშით მცურავ ფრეგატი Carib Palm კოლუმბიიდან პოლონეთის ქალაქ გდანსკში რემონტისთვის მიცურავდა. ის ლა მანშის სრუტეში გააჩერეს და საფრანგეთის პორტ ბულონში გადაიყვანეს.
ეკიპაჟის 12-ვე დაკავებულ წევრს საფრანგეთში გაასამართლებენ. ქართველების გარდა, მათ შორის თურქეთის და უკრაინის მოქალაქეებიც არიან.
კაპიტან ბადრი ბერიძის შვილი გიორგი ბერიძე აცხადებს, რომ მამასთან კავშირი 10 დეკემბრის შემდეგ არ ჰქონია. ოჯახი სიმართლის დასადგენად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
ოჯახის წევრების განმარტებით, ბადრი ბერიძეს თურქული კომპანია დაუკავშირდა და შესთავაზა ამ გემის ჩაყვანა დომინიკის რესპუბლიკიდან თურქეთში. მათი თქმით, კაპიტანს არანაირი ინფორმაცია არ ქონდა გემზე არსებულ ტვირთთან დაკავშირებით.
ბადრიძის ოჯახის წევრები ამ დრომდე ვერ ახერხებენ თურქულ კომპანიასთან დაკავშირებას. ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ სწორედ ეს კომპანია უნდა იყოს საქმის კურში, თუ რა ტვირთი იყო გემზე.
ბადრი ბერიძის დაკავების ფაქტს საზღვაო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეც ადასტურებს.