შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
10:37:06     17-12-2015
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების
სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის
საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983
წელს დაბადებული თეიმურაზ მ. თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „სტეჩკინის“ ტიპის ავტომატური პისტოლეტი და 20 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).