თბილისში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს - გატაცებულია დიდი რაოდენობით თანხა
21:17:00     16-12-2015
თბილისში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს. შემთხვევა ბახტრიონის ქუჩაზე მოხდა.
თავდამსხმელებმა ბანკიდან დიდი ოდენობით თანხის გატანა შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიბერთი ბანკიდან 18 000 ლარი, 13 000 დოლარი და 2 500 ევროა წაღებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, საქმე აღძრულია 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.