რუსთავში ერთ ღამეში 7 ავტომანქანა გაქურდეს
13:03:12     16-12-2015
რუსთავში, გამთენიისას მე-8 მიკრო-რაიონში მძღოლებმა აღმოაჩინეს, რომ მათი მანქანები გაქურდულია.
"ინფო რუსთავის" ცნობით, დამნაშავეებმა 7 ავტომობილი გაქურდეს, წაღებულია აუდიო-მაგნიტოფონები და
აკუმულატორები.
ინფორმაცია დამნაშავეების დაკავების შესახებ ამ მომენტისთვის არ ვრცელდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.