მკვლელობა საბურთალოზე

  17:57:37     15-12-2015

მკვლელობა თბილისში. ცოტა ხნის წინ, საბურთალოზე მკვლელობა მოხდა. 

მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე ამ დრომდე არ საუბრობენ, თუმცა, ცნობილი ხდება რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მოკლული საშუალო ასაკის მამაკაცია. მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი - ქალბატონია. მკვლელობა ვაჟა ფშაველას მე-2 კვარტალში მოხდა.

აღსანიშნავია რომ დღესვე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უცნობებმა, მაყუჩიანი იარაღიდან 13-ჯერ გასროლით ორი პირი დაჭრეს.