“ევროვიზია 2016″-ის ქართველი მონაწილე უკვე შერჩეულია - ქვეყანას კონკურსზე ნიკა კოჩაროვი წარადგენს
14:10:53     15-12-2015
საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის “ევროვიზია 2016″- ის ქართველი მონაწილე უკვე შერჩეულია. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz წარადგენენ.
ჯერჯერობით არ არის შერჩეული სიმღერა, რომელიც კონკურსზე ქართველმა მონაწილეებმა უნდა გაიტანონ. საამისოდ, დღეს შიდა კონკურსი გამოცხადდაიმ სიმღერის შესაქმნელად, რომელსაც ქართველი კონკურსანტები ევროვიზიის კონკურსზე შვედეთში შეასრულებენ.
“წელს საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz. გარდა ამისა, გვაქვს კიდევ ერთი სიახლე – ყველა კომპოზიტორს, ვისაც აქვს გამოცდილება, ამ ჯგუფის ჟანრის გათვალისწინებით შეუძლიათ, რომ მათ სიმღერა დაუწერონ. უკვე შემოსული სიმღერებიდან თავდაპირველად შეირჩევა 5 სიმღერა, ხოლო 5-დან საუკეთესოს ჟიური და მაყურებელი ერთად შეარჩევს”, – განაცხადა ევროვიზიის პროდიუსერმა ნათია უზნაძემ.
2016 წლის ევროვიზიას შვედეთი 10, 12 და 14 მაისს უმასპინძლებს.