შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
09:54:34     15-12-2015
შსს-ს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის
წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული
ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, 1975 წელს დაბადებული სერგო ა. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, „ვალტერის“ სისტემის პისტოლეტი და 107 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით სერგო ა-ს ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).