ბერი გაბრიელის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა - დაკავებულია ერთი პირი

  11:22:17     14-12-2015

თბილისში, ბერი გაბრიელის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაკავებულია ერთი პირი. ამ დროისთვის უწყებაში სპეცოპერაციის დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი, ასევე სასწრაფო-სამედიცინო სამსახური.