ასე ატყუებდნენ მომხმარებელს წონაში თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში

  22:38:14     13-12-2015

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქე ზურაბ გედევანიშვილი კომპიტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული ქალაქ რუსთავში, ე.წ. „სტამბოლოს ბაზრის“ ტერიტორიაზე სისტემატურად ამზადებდა სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობას, რომელსაც შემდგომში ამონტაჟებდა პროდუქციის ასაწონ სასწორებში და ახდენდა მის რეალიზაციას სხვადასხვა მარკეტებსა და საცალო ბაზრობებზე. ელექტრო სასწორებში ჩამონტაჟებული მოწყობილება იმართებოდა სპეციალური დისტანციური მართვის პულტებით, რაც საშუალებას აძლევდა გამყიდველს ხელოვნურად გაეზარდა პროდუქციის წონა.

საგამოძიებო სამსახურის მიერ სხვადასხვა ობოექტებიდან ამოღებულია სასწორები, რომელიც განკუთვნილი იყო მომხმარებლის მოსატყუებლად.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.