თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლი გამოჩნდა? - "მამაკაცს მარცხენა თვალი არ აქვს"

  22:20:32     13-12-2015

სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ელე სარიშვილმა ინფორმაცია გაავრცელა. ქალბატონი ირწმუნება, რომ თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლი გამოჩნდა რომელმაც ახალგაზრდა ქალზე იძალადა.

"SOS! SOS! SOS! ყურადღებით წაიკითხეთ და ჩემი დიდი თხოვნაა გაავრცელოთ, ქალბატონებო და არა მარტო ქალბატონებო, ჟურნალისტებო და უბრალოდ მოქალაქეებო, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ მეორე დღეს ტელევიზიით თუ ჟურნალ-გაზეთებით ვრცელდება, ინფორმაციები და შუქდება ქალებზე ძალადობის ფაქტების შესახებ, კვლავ და კვლავ მოიძებნებიან ისეთ ნაძირალები, რომელიც თქვენი დახმარებით უნდა ვიპოვოთ და დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. ბოლოს და ბოლოს ამ უმსგავსობას ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული.

1 დეკემბერს ღამის 2-3 საათზე ტაქსის მძღოლის მიერ იქნა განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ახალგაზრდა ქალბატონის მიმართ, ამ ეტაპზე ამ ქალბატონის სახელს არ ვასახელებ გარკვეული მიზეზების გამო. ეს ნაძირალა, რომელიც ამ ეტაპზე მოძრაობს სედანის ტიპის მანქანით, მუქი ფერის და სამწუხაროდ მარკა ვერ ამოიცნო დაზარალებულმა, რადგან შოკურ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე ამ მხეცის შემოტევისაგან თავი დაეცვა, როცა ძირს დაგდებულს წიხლებს ურტყამდა, მხოლოდ იმის გამო რომ მისი მხეცური სურვილის და ჟინის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, მუქი ფერის სახელმწიფო ნომრით 213, და სერია ამ ეტაპზე დაუდგენელია.

მამაკაცი არის დაახლოებით 40-50 წლის, საშუალო სიმაღლის, საკმაოდ ჩაფსკვნილი და დამახასიათებელი ნიშანი - არ აქვს მარცხენა თვალი. ამ პირუტყვის საქციელებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იმისი პირველი შემთხვევა არაა, რადგან საკმაოდ თავხედურად და უწმაწური სიტყვებით იხსენიებდა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ისინი თითსაც არ დააკარებენ და ასე შემდეგ.

მინდა გავაფრთხილო თბილისის მოსახლეობა და განსაკუთრებით ქალბატონები მსგავს პიროვნებას ერიდონ, რადგან ეს არამზადა ჯერჯერობით თავისუფლად დადის. ყველას ვინც კი ამ პოსტს წაიკითხავს ვთხოვ პირადში მომწეროს თუ ასეთი აღნაგობის მამაკაცი ეცნობა. გპირდებით რომ არ გავამხელ თქვენ ვინაობას. და იმედი მაქვს რომ დაინტერესდებიან ამ საკითხით და თქვენი დახმარებით შევძლებთ ეს „არსება“ წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი,“- წერს ელე სარიშვილი.

მსგავსი პოსტი გაავრცელა ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემაც.

„ამ ტაქსის მძღოლმა ჩემზეც სცადა ძალადობა (რამდენიმე წლის წინ). საბედნიეროდ, მე მოვასწარი პატრულში დარეკვა და დაიჭირეს, მაგრამ რადგან მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი და სხვა ვერაფერი მოასწრო, ამიტომ ადმინისტრაციული სასჯელი და 39 დღე მიუსაჯეს. მუქი შინდისფერი, ჰაჩბექიანი-იანი მანქანაა და ფრთხილად იყავით." - წერს თამუნა.