ლაგოდეხში ეკლესიებიდან შესაწირი ყუთები მოიპარეს

  15:56:57     10-12-2015

ლაგოდეხში სამების სახელობის ეკლესია გაძარცვეს. წაღებულია ტაძრის შესაწირი ყუთი.

რადიო "ჰერეთის" ცნობით, ეს მიმდინარე კვირაში ლაგოდეხში ეკლესიის გაქურდვის უკვე მესამე შემთხვევაა.
 

მრევლის ინფორმაციით, ლაგოდეხში ყაზანის ეკლესიიდან დაუდგენელმა პირებმა შესაწირი ყუთი 2-ჯერ მოიპარეს. უცნობია რა ოდენობის თანხა იდო ყუთებში. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.