გერმანია სირიაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას მიიღებს
15:42:59     04-12-2015
გერმანიის პარლამენტმა კენჭი უყარა ინიციატივას, რომელის თანახმადაც ქვეყანა გაუწევს სამხედრო დახმარებას სირიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლ კოალიციას.
დეპუტატებმა დაამტკიცეს სადავო გეგმა, რომელიც გერმანიის არასაბრძოლო როლს ეხებოდა.
გერმანია რეგიონში სადაზვერვო თვითმფრინავებსა და 1 200 ჯარისკაცს გაგზავნის.
ქვეყანაში საკითხი განსაკუთრებით აქტუალური პარიზის ტერაქტების შემდეგ გახდა. მინისტრებს სჯერათ, რომ ISIS-ის შემდეგი მიზანი გერმანიაა.
სამშაბათს კოალიციას შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც. მისმა საჰაერო ძალებმა უკვე განახორციელეს იერიშები სირიაში.
"ორი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რა უფსკრულის პირას აღმოვჩნდებოდით,"- თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეინმა კვირის დასაწყისში.
ეს იქნება გერმანიის თანამედროვეობის ყველაზე დიდი სამხედრო ოპერაცია საზღვარგარეთ.