CNN: კალიფორნიაში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი ტერორისტებთან იყო დაკავშირებული
11:30:48     04-12-2015
სან-ბერნანდინოში, კალიფორნიაში მომხადარ მასობრივ სროლაში, რომელსაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ეჭვმიტანილი საიდ ფარუქი ტერორისტებთან იყო დაკავშირებული. ამის შესახებ CNN იტყობინება.
ტელეარხის ინფორმაციით, 28 წლის საიდ ფარუქს სატელეფონო კავშირი ჰქონდა პირთან, რომელსაც "ფებეერი" ტერორიზმთან კავშირში ადანაშაულებს.
დროთა განმავლობაში ფარუქი გახდა რადიკალური შეხედულებების მხარდამჭერი, რამაც მიიყვანა იგი სან-ბერნარდინოს თავდასხმამდე. 2014 წლის ზაფხულში ეჭვმიტანილი გაემგზავრა საუდის არაბეთში, სადაც 9 დღე გაატარა, - ამ ინფორმაციას ვაშინგტონში საუდის არაბეთის საელჩოზე დაყრდნობით სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
გაზეთ "ლოს ანჯელეს თაიმსის" ინფორმაციით კი, ფარუქი საუდის არაბეთში ქალთან წავიდა, რომელიც მან ინტერნეტში გაიცნო და რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა. სწორედ ეს ქალი დაესხა მასთან ერთად სან-ბერნარდინოში მომსახურების ცენტრს. მათ 6 თვის შვილი ჰყავდათ.
აშშ-ს ხელისუფლება თვლის, რომ ვარაუდების გამოთქმა თავდასხმის მოტივთან დაკავშირებით ნაადრევია.
"ჩვენ შევისწავლით ინფორმაციას მათი წარსულის შესახებ. ამ მომენტისთვის ადრეა თქმა, თუ რა მოტივი ჰქონდათ მათ და იყვნენ თუ არა დაკავშირებული სხვა დაჯგუფებებთან."- განაცხადა ამერიკის იუსტიციის მინისტრმა ლორეტა ლინჩმა.
თავდასხმა 2 დეკემბერს მოხდა, მას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაიჭრა. ფარუქი და მისი მეუღლე მალიკი კი პოლიციასთან ორმხრივი სროლისას დაიღუპნენ.
იხილეთ მასალა: კალიფორნიაში სროლას 14 მოქალაქე ემსხვერპლა