
ხილის მწვადი ბეკონით - განსხვავებული რეცეპტი
22:46:41     01-12-2015
ინგრედიენტები:
12 მსხვილი ყურძენი;
1 კივი;
1 ბანანი;
დაკონსერვებული ანანასი ან ატამი;
8 თხლად დაჭრილი ბეკონის ნაჭერი;
ხის შამფური მწვადისთვის;
1 ს.კ ლიმონის წვენი.
მომზადება:
რამდენიმე საათით ხის შამფურები ჩადეთ წყალში ან თეთრ ღვინოში;
დაჭერით კივი, ბანანი პატარა ნაჭრებად. ჩამოაცვით შამფურს ხილი სათითაოდ: ანანასის ნაჭერი, ყურძნის მარცვალი, ბანანი, კივი;
გაახვიეთ შამფური ბეკონის ნაჭერში, შეასხურეთ ლიმონის წვენი. შეწვით მწვადი გრილზე 5-7 წუთით.
გაეცანით შემდეგი საახალწლო კერძის რეცეპტს: ბანანის სალათი