საახალწლო მენიუ: 5 კერძი დაუვიწყარი დღესასწაულისათვის
22:41:42     01-12-2015
ეს წელი ნამდვილად იქნება განსაკუთრებული. გთავაზობთ რამდენიმე იდეას საახალწლო მენიუსათვის, რომელიც შეგიმსუბუქებთ სამზადისს დღესასწაულთან.
ახალ წელს რომ თქვენს ოჯახში დაისადგუროს წარმატებამ, სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ ის კერძები, რომლებიც მაიმუნს უყვარს. ცეცხლოვანი მაიმუნი ხომ სიმბოლოა დამდეგი ახალი წლისათვის და იგი გახდება ნამდვილი თილისმა მათთვის, ვინც შეძლებს მისი გულის მოგებას.
სწორედ ამიტომ გთავაზობთ 5 განსხვავებულ და სასურველ კერძს.
დავიწყოთ ფლამბირებული ქათმით, რისთვის დაგჭირდებათ:
ქათამი ან წიწილა;
ქინძი;
მარილი და წიწაკა;
4 ს.კ ზეითუნის ზეთი;
1 ბოთლი ლუდი;
4 ს.კ არაყი.
მომზადება:
წაუსვით ქათამს ზეთი სანელებლებითურთ და მარილით. დატოვეთ რამდენიმე საათი შეწვამდე;
გარეცხეთ ლუდის ბოთლი საპნით, მოაძრეთ ეტიკეტი. გააკარით ფორმაზე ფოლგა, მოასხით 2/3 შავი ლუდი. დანარჩენი ლუდი გადმოასხით ბოთლიდან და დატოვეთ, ხოლო ქათამი ჩამოაცვით ბოთლს და მოათავსეთ ფორმაზე.
შეწვით ქათამი 45-60 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე;
ამის შემდეგ შეგიძლიათ ოქროსფერი ქათამი მიართვათ სტუმრებს სუფრაზე! მიტანამდე მოასხით ცოტაოდენი ლუდი და არაყი, მოწვით, ძალიან ეფექტური იქნება! ფლამბირებული ქათმის ჩაქრობა უმარტივესია - უბრალოდ დაახურეთ ქვაბი და ალი ჩაქვრება.
გაეცანით შემდეგ საახალწლო კერძს: ქაშაყისა და ვაშლის კანაპე