ISIS-ის სავარაუდო მხარდაჭერისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

  17:03:14     01-12-2015

საქალაქო სასამართლომ სუს-ის მიერ ISIS-ის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე პროცესზე მოსამართლეს სთავაზობდა გირაოს თანხის ოდენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიეღოთ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, სუს-მა ISIS-ისთნ შესაძლო კავშირის გამო ოთხი პირის დაკავების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ყველა დაკავებულს ბრალად იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარება ედება. სუს-ის ინფორმაციით, მათ აღმოუჩინეს ასევე ISIS-ის დროშები.
წინასასამრთლო სხდომა 21 იანვარს ჩაინიშნა.