სუს-ის საგანგებო განცხადება - დაკავებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 პირი

  11:19:04     01-12-2015

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში დაქირავებულ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 410-ე მუხლის მესამე ენაწილით. გამოძიების პროცეში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიას.

"გამოძიების ფარგლებში 18 ნოემბერს სასამართლოს მიერ 11 სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინება გაიცა. 29 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყველა მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. 4 პირის სახლიდან ამოღებულია ხელყუმბარა, ფისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები, მეხსიერებიც ბარათები, ინტერნეტმოდემები, სხვადასხვა ლიტერატრა და „ისლამური სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სუს-ის და შსს-ს თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს. მათ ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით", - აღნიშნა იზორიამ.