რუსთავში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაძარცვეს
13:23:31     30-11-2015
"ინფორუსთავის" ცნობით, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "იზიმანი" გაძარცვეს. ძარცვა სავარაუდოდ გუშინ მოხდა.
ორგანიზაციის თანამშრომლის განცხადებით, გუშინ მიკროსაფინანსო არ მუშაობდა, დღეს დილით კი სამსახურში მისულს ოფისის კარი ღია დახვდა - "ოფისში შესვლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ გარკვეული ნივთები წაღებულია".
თანამშრომლების თქმით, ოფისიდან გატანილია ლეპტოპები. ამ მომენტისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.