ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა

  10:50:08     30-11-2015

რამდენიმე კვირის წინ მას 88 წელი შეუსრულდა, თუმცა უკვე აშკარა იყო, რომ რეჟისორის ჯანმრთელობა სერიზულად იყო შერყეული, ამიტომ ეს განსაკუთრებული ციფრი, უსასრულობის ორი ნიშანი, თითქმის არავის აღუნიშნავს.

ის მთელი წელი ებრძოდა დაავადებას, მაგრამ ასაკმა თავისი გაიტანა და 30 ნოემბრის ღამეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაყურებლის საყვარელი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა.

რიაზანოვმა საკმაოდ მდიდარი კინომემკვიდრეობა დაუტოვა თავის მაყურებელს. მის მიერ გადაღებული ფილმების რიგებში ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი ბევრი ფილმიცაა: "ბედის ირონია, ანუ გაამოთ","სამსახურეობრივი რომანი", "სასტიკი რომანსი", "იტალიელების საოცარი თავგადასავალი რუსეთში" და ა.შ.

ეს ფილმები საბჭოთა ოქროს კინოფონდშია შესული.

გამოკითხვების თანახმად, ელდარ რიაზანოვი დღემდე ითვლება პოსტ-საბჭოთა სივრცეში ბევრისთვის საყვარელ რეჟისორად.