ბისკვიტი 3 წუთში. ამის შემდეგ სხვა რეცეპტით არ გააკეთებთ!
21:21:56     29-11-2015
ბისკვიტი მიკროტალღურ ღუმელში ცხვება და ზუსტად 3 წუთი ჭირდება.
ინგრედიენტები: კვერცხი 1 ცალი რძე 5 ს/კ ზეთი 1 ს/კ კაკაო 2 ს/კ შაქარი 7 ს/კ ფქვილი 3 ს/კ სახამებელი 1 ს/კ სოდა ან გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ ალუბალი 100 გ არაჟანი 150 გ შავი შოკოლადი მოსაყრელად
პატარა ჯამში შეურიეთ კვერცხი და შაქარი. შემდეგ დაუმატეთ კაკაო. ფქვილი, სახამებელი (თუ არ გაქვთ, გაზარდეთ ფქვილის რაოდენობა 4 სუფრის კოვზამდე) და გამაფხვიერებელი ან სოდა – ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ზეთი და რძე. აურიეთ თხელი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩააფინეთ გამოსაცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით ცომი.
შედგით მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთით მაქსიმალურ სიძლიერეზე (1000 ვტ). ასევე შეგიძლიათ ფინჯნებში გაანაწილოთ ცომი და ცალ-ცალკე გამოაცხოთ. მორჩა! ბისკვიტი მზად არის. მოაყრეთ შაქრის პუდრი და მიირთვით ჩაიზე ან ყავაზე.
შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ ბისკვიტი ათქვეფილი არაჟნისა და შაქრის კრემით, გულში ჩაუდოთ ალუბალი, ზემოდან კი მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
gemrielia.ge