
ოპოზიციამ მთავრობას პენსიების გაზრდა აიძულა
10:45:48     27-11-2015
მთავარი ოპოზიციური პარტიის მიერ დაწყებულ კამპანიას, პენსიის 50 ლარამდე გაზრდის შესახებ, მთავრობა ერთგვარი იძულებითი ნაბიჯით ეხმაურება.
„2016 წლის 1 ივლისიდან პენსიები 180 ლარი გახდება“, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, ჩინოვნიკებისათვის გაზრდილ ხარჯებსა და პრემიებზე უარის თქმით, 2016 წლის დასაწყისიდან პენსიის 50 ლარამდე გაზრდა მოითხოვა და ამისათვის სპეც-კამპანიაც დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ, ახალი ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო ჩინოვნიკების ხარჯები 47 მილიონით გაზარდა.
მთავრობა, თავდაპირველად, 20016 წელს პენსიის ზრდას არ აპირებდა. თუმცა, ოპოზიციის მიერ დაწყებული კამპანიის შემდეგ „აზრი შეიცვალა“ და გაძვირებული ცხოვრებისა და "გაკუპონებული" ლარის ფონზე, როგორც იქნა, 2016 წლის აპრილიდან პენსიის 20 ლარამდე მომატება დააანონსა.