ობამას მოწოდება - აშშ ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს

  16:33:38     25-11-2015

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვდა.

შეხვედრაზე "ისლამური სახელმწიფოს" ბოლოდროინდელი თავდასხმები განიხილეს.

პრეზიდენტმა მის გუნდს უთხრა, რომ "განაგრძონ და გააძლიერონ მიმდინარე ძალისხმევა" ISIS-ს წინააღმდეგ.

"პრეზიდენტს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამჟამად არ არსებობს კონკრეტული, დამაჯერებელი საფრთხე მისი ქვეყნისთვის "ისლამური სახელმწიფოსგან", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც სააგენტო როიტერმა გაავრცელა.