რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით თურქეთის გენშტაბი განცხადებას აკეთებს

  14:38:36     24-11-2015

თურქეთის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მათ მართლაც ესროლეს F-16-დან თვითმფრინავს ხატაის პროვინციის თავზე, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი.

ცნობილია, რომ ინცინდენტი ადგილობრივი დროით 09:20 წთ-ზე მოხდა, უწყების განცხადებით, მანამდე თვითმფრინავის მისამართით 10 გაფრთხილება გაკეთდა.

სააგენტო "როიტერი" თურქული ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია ქვეყნის საჰაერო საზღვარი.

მომხდარის შემდეგ თურქეთის პრემიერმა ახმეტ დავითოღლუმ გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა. მათ განიხილეს საკითხი მომხდარის შესახებ ნატო-სა და გაერო-ში კონსულტაციების გავლის შესახებ.