შოკოლადის მაფინი - მარტივი და გემრიელი რეცეპტი

  23:50:38     23-11-2015

მოსამზადებლად დაგვჭირდება:

300 გ. შავი შოკოლადი;
125 გ. კარაქი;
260 გ. ფქვილი;
1/4 ჩ.კ გამაფხვიერებელი;
1/4 ჭიქა კაკაოს ფხვნილი;
1/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი;
185 მლ. რძე;
2 ც. კვერცხი;
3. დაჭრილი "მარსი" ან "სნიკერსი"(გემოვნების მიხედვით)


მომზადება:

გაადნეთ შოკოლადის ნახევარი და კარაქი ცოტაოდენ წყალში, ბოლოს გააციეთ. შეურიეთ ფქვილი გამაფხვიერებელსა და კაკაოს;

ათქვიფეთ კვერცხი რძესთან ერთად, დაამატეთ გამდნარი შოკოლადი და ფქვილი;

შეავსეთ საცხობი პატარა ფორმები ცომით, გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. მაფინის გასაფორმებლად გამოიყენეს გამდნარი შოკოლადი და დაჭრილი "მარსი".


გემრიელად მიირთვით!