თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააპატიმრეს

  09:48:04     23-11-2015

თურქეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ისინი ქალაქ რიზეში პროსტიტუციის ბრალდებით აიყვანეს. დაკავებულთაგან სამი ქალბატონის დეპორტაცია უკვე განხორციელდა.

როგორც თურქული მედია იუწყება, ექვსი ქართველი ქალბატონი სამართალდამცავებმა ქალაქ რიზეში სასტუმროების, ღამის კლუბებისა და სხვა გასართობ ადგილებში რეიდების დროს დააპატიმრეს.