ევროკავშირი საფრანგეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს - "ბრძოლა გრძელდება"

  16:00:17     17-11-2015

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაერთიანება საფრანგეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. 

ევროკავშირმა შეთანხმების 42.7 მუხლი აამოქმედა, რომლის თანახმადაც, "თუ წევრი სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდა, სხვა წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, გაეროს წესდების 51-ე სტატიის შესაბამისად, დახმარება და მხარდაჭერა ყველა შესაძლო საშუალებით გაუწიონ".

აღნიშნული სტატიის ამოქმედება, საფრანგეთმა დღეს მოითხოვა. "ბრძოლა გრძელდება", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

პარიზში, 13 ნოემბერს განხორციელებული ტერაქტების სერიას 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი. პასუხისმგებლობა მომხდარზე დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.