საფრანგეთმა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების დაბომბვა დაიწყო
09:21:30     16-11-2015
პარიზის ტერაქტიდან დღის შემდეგ საფრანგეთმა ისლამისტთა პოზიციების
დაბომბვა განაახლა. გვიან ღამით ფრანგულმა ავიაგამანადგურებლებმა სირიაში
ქალაქ რაკას რამდენიმე რაიონი დაბომბეს, რომლებიც დღემდე ისლამისტთა მთავარ
პლაცდარმს წარმოადგენს.
ოპერაციაში მონაწილეობას 9 მოიერიშე თვითმფრინავი იღებდა. წერტილოვანი დარტყმები ისლამისტთა სამეთაურო პუნქტზე, საწვრთნელ ბაზასა და იარაღის საწყობებზე განხორციელდა.
დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.